воскресенье, 19 апреля 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

 ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო  ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ გვერდების  შექმნა და დამატება, ვიმუშავეთ ბლოგის  დიზაინზე. განვიხილეთ თუ როგორ მივუსადაგოთ ჩვენს პროექტს სტანდარტები,  ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე .      ვიმუშავეთ  პროექტის მიზნებზე,  შევიმუშავეთ  კრიტერიუმები და შევავსეთ  პროექტის შეფასების ცხრილები. ბოლოს ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ  ბლოგზე და მოვახდინეთ მისი პრეზენტაცია.

ყვავილების დღესასწაული

суббота, 18 апреля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირებაზე. განვსაზღვრეთ თუ როგორ გავანაწილოთ დავალებები მოსწავლეთა  ინდივიდუალური შესაძლებლობის გათვალისწინებით. განვსაზღვრეთ პროექტისთვის რა ტექნიკური მასალები გვჭირდებოდა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და მივეცით საბოლოო სახე. პროექტის ჩეკლისტის საშუალებით კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს.

воскресенье, 5 апреля 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, შევქმენით ელექტრონული  გაზეთი, ვისწავლეთ სასწავლო პროცესში ინტერნეტის გამოყენება,  ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, შევქმენით  საავტორო უფლებების ფაილი.